გიორგი მალაშხია
გიორგი მალაშხია (დ. 18 მარტი, 1934, ნაკიფუ, წალენჯიხის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, პუბლიცისტი და პოეტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1975), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა და სხვა დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიკოსი.
გიორგი მალაშხია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 მარტი, 1934 (90 წლის) |
დაბ. ადგილი | ნაკიფუ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ეკონომისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, პოეტი და პუბლიცისტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი მალაშხია დაიბადა 1934 წლის 18 მარტს სოფელ ნაკიფუში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1961 წლებში მუშაობდა ეკონომიკურ სამსახურში კურორტ წყალტუბოში. 1961-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1964-2006 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში სხვადასხვა თანამდებობაზე — უმცროს, უფროს მეცნიერ-თანმშრომლად, სექტორის, შემდეგ განყოფილების გამგედ, მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად; 2006-2009 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1969 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. შეთავსებით ეწეოდა პედაგიგიურ საქმიანობას თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაგიორგი მალაშხია არის 250-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. ის ასევე არის მრავალი პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე საქართველოსა და საზღვარგარეთ. სამეცნიერო ნაშრომებისათვის მას, გარდა სახელმწიფო პრემიისა, მიღებული აქვს დარგობრივი პრემიები (1977, 1999, ორჯერ 2000), მათ შორის ნაშრომის — „მეტაეკონომიკა-ეკონომიკის ფილოსოფია“ (1999). გიორგი მალაშხია არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე საქართველოში და საზღვარგარეთ. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური თეორიის, ეკონომოკურ-ფილოსოფიური და სოცალურ-ფილოსოფიური ფუნდამენტური პრობლემები; ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზირება; ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ჰუმანიზაცია და მისი წანამძღვრები.
ნაშრომით „მეტაეკონომიკა-ეკონომიკის ფილოსოფია“ გიორგი მალაშხიამ საფუძველი დაუდო ეკონომიკური კვლევის ახალ მიმართულებას — მეტაეკონომიკას. მან კლასიკური, ნეოკლასიკური და მარქსისტული თეორიებისაგან განსხვავებულად, ახლებურად ახსნა დანახარჯებზე მეტი დოვლათის, მოგების მიღების, სიმდიდრის დაგროვების წყაროები და პროცესი; დაასაბუთა, რომ წარმოების პროცესით მიღებული, გაწეულ დანახარჯებზე მეტი დოვლათი არის არა ერთი ფაქტორის — შრომის ან კაპიტალის თუ მიწის (ბუნებრივი რესურსები), არამედ წარმოების ფაქტორთა ერთობლივ მოქმედებაში მთელი წინამორბედი თაობებისა და ბუნების რესურსების უსასყიდლო (მუქთი) მონაწილეობის შედეგი; გვიჩვენა, რომ დოვლათის უსამართლო განაწილება არის მის შექმნაში შეტანილი წვლილის ზევით დოვლათის მითვისება, რასაც განაპირობებს ეკონომიკური ძალაუფლება — წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება და მეწარმეობრივი (ორგანიზატორული) ფუნქცია; აჩვენა დოვლათის განაწილებისა და გადანაწილების არსებული სისტემის უსამართლობა, ასევე ის, რომ კაპიტალის მფლობელთა მიერ მიღებული მოგების დიდი ნაწილი საზოგადოებას უბრუნება ინვესტიციების, ქველმოქმედების და სხვა სახით და იღებს საზოგადოებრივ სახიათს; მან შეიმუშავა გაცვლის ეკვივალენტურობისა და გაცვლის სფეროში წესრიგის ორიგინალური თვალსაზრისი; ჩამოაყალიბა სოციალური ენერგიის, როგორც საზოგადოებრივ დოვლათის შექმნისა და ზრდის წყაროს, ადამიანთა საქმიანობის ეკონომიკური შედეგების საბოლოოდ სოციალურ სიკეთედ ტრანსფორმაციის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის თანაფარდობის ახლებური გაგება, ინკლუზიური ზრდის აუცილებლობა; შექმნა ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში მოხმარების შედეგიანობისა და კულტურის, ზომიერების როლის კონცეფცია; ცვლილებები შეიტანა ადამიანთა მოთხოვნილებების კლასიფიკაციაში; წარმოაჩინა სოციოგენეტიკური, განვითარების დონის შენახვის, სიმდიდრის ზრდის (დაგროვების), ასევე რიგი სხვა ობიექტური ეკონომიკური კანონის მოქმედება; წარმოადგინა საზოგადოების განვითარებაში გლობლურ ტრანსფორმაციათა ადგილისა და შედეგების ორიგინალური კონცეფცია; ეკონომიკური და სოციალური დოვლათის სამართლიანი განაწილების კანონი და პირობები, უსამართლობისა და ზომაზე მეტი ქონებრივი უთანასწორობის მიზეზები, მათი აღკვეთის გარდუალობა და გზები;
გიორგი მალაშხიამ დაასაბუთა ეკონომიკური და სოციალური დოვლათის სამართლიანი განაწილების კანონი და პირობები, უსამართლობისა და ზომაზე მეტი ქონებრივი უთანასწორობის მიზეზები, მათი აღკვეთის გარდუალობა და გზები; ჩამოაყალიბა სიმდიდრის სასარგებლო პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობა ზომიერების პრინციპის დაცვით და პირადი სიმდიდრის ზედმეტობისას სარგებლობის დანაკარგების, უქმი (რეალურ სარგებლობას მოკლებული) ეკონომიკის არსებობისა და თავიდან აცილების წანამძღვრები. ორიგინალურად ახსნა ადამიანთა რაციონალური ეკონომიკური ქცევა, მოხმარების კულტურის ამაღლების როლი ცხოვრების გაუმჯობესებაში, საყოველთაო კეთილდღეობის შეუძლებლობა დოვლათის სამართლიანი განაწილებისა და ზომიერი (გონივრული) მოხმარების გარეშე; აჩვენა უზომო უთანაბრობა როგორც სრულყოფილი დემოკრატიისა და თავისუფლების ბარიერი; ნივთებზე ადამიანის მეტისმეტი დამოკიდებულება როგორც სოციალური პათოლოგია; შეიმუშავა ინსტიტუციური ეკონომიკის რიგი ინოვაციური იდეა. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის დაჩქარების პირობები და ა.შ.[1], გამოიკვლია საზოგადოებრივი ინსტიტუტების როლი თანამედროვე ეტაპზე და გვიჩვენა მათი ადგილი გლობალური მეტამორფოზების პროცესში.[2]
მეცნიერებაში დანერგა ისეთი ახალი ცნებები, როგორიცაა: „სოციალური ენერგია“ (საზოგადოების დოვლათშემქმნელი პოტენციალი), „დამატებული (დანახარჯებზე მეტი) პროდუქტი“, „ეკონომიკური დოვლათის ტრანსფორმაცია სოციალურ სიკეთეში“, „მოხმარების ზომიერების პრინციპი“, „უქმი ეკონომიკა“ — გონივრული თვალსაზრისით უსარგებლო, ზედმეტი დოვლათის წარმოება და დაგოვება-მოხმარება;
სხვადასხვა დროს ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებში ქვეყნდებოდა მისი ლექსები. 2016 წელს გამოიცა რჩეული ლექსების კრებული „სულის ამბოხი. ცხოვრების ფილოსოფია. ფიქრები ლექსებად“.[3] გიორგი მალაშხია იყო ან არის საერთაშორისო ჟურნალების „Homo Esperans“ (სანქტ-პეტერბურგი), „ეკონომიკა“, „ბიზნეს ინჯინირინგი“, „სოციალური ეკონომიკა“ (თბილისი) სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ნაშრომები[4]
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- Малая экономология. Новые парадигмы экономической теории, Саарбрюккен. 2018. ISBN 978-620-2-38195-6[5]
- უქმი ეკონომიკა. თბ., 2014. ISBN 978-9941-450-25-9;[6]
- დიდი ილია. თბ., 2017. ISBN 978-9941-22-242-9;[7]
- სოციალური ენერგია, სიმდიდრე, კეთილდღეობა. თბ., 2013. ISBN 978-9941-22-073-9; [8]
- ზომიერი ადამიანი. თბ., 2013;
- Moderate Man, Tb., 2013. ISBN 9941179719; [9]
- Экономика человечная. Человек на перепутье, Санкт–Петерcбург- Тбилиси, 2009;
- Meta-theory of profit (a new version). Tb., 2007. ISBN 978-9941-20-163-9; [10]
- მოგების მეტათეორია. რა არის სინამდვილეში მოგება? თბ., 2007. ISBN 978-9941-20-162-2; [11]
- საქართველოს ეკონომიკა. საუკუნოვანი პანორამის შტრიხები, თბ., 2002; [12]
- ეკონომიკურ-ფილოსოფიური ესეები., თბ., 2001;
- მეტაეკონომიკა - ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995;[13];[14]
- ავტომატიზცია: სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, თბ., 1984;
- მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და ეკონომიკა, თბ., 1975;
- თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, თბ., 1974;
სტატიები
რედაქტირება- Philosophy of crisis and perspective social-economic Development ჟურნ. „სოც. ეკონომიკა“ № 5, 2011;
- გლობალური მოდერნიზაციის შუქ-ჩრდილები. ბიზნესის აკადემიის მოამბე, №16-17;
- გლობალური გამოწვევები და ცხოვრების მოდერნიზაცია. ჟურნ „ბიზნეს-ინჟინერინგი“ № 5, 2011;
- Humanization of life and the imperative the sustainable development . საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ვაშინგტონი, 2011;
- К концепции гуманного развития. Материалы научной конференции. г. Баку, 2011;
- Economology of modernization. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე , ტ. 3, თბ., 2012;
- Theory of moderate Man. ჟურნ. „სოციალური ეკონომიკა“, № 4, 2012;
- ზომიერება და კეთილდღეობა. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ. 10, 2013;
- ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის დაცილების მიზეზები. ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები, თბ, 2013;
- Институты как акторы трансформации социума. ჟურნ „ბიზნეს-ინჟინერინგი“ № 2, 2014;
- Теория благосостояния и рациональный потребитель. ჟურნ „ბიზნეს-ინჟინერინგი“ № 4, 2015;
- Институты и трансформация экономики в постсоциалистических странах. ჟურნ ,,ბიზნეს- ინჟინერინგი“ №2 , 2015;
- Конкурунция или сотрудничество? ჟურნ. „Бизнес инжиниринг“ №4, 2016
- და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ვ. დათაშვილი, ა. აბრალავა, ე. ბარათაშვილი., პ. ლემონჯავა. ფუნდამენტური იდეები ეკონომიკური თეორიისათვის. ჟურნ. „სოციალური ეკონომიკა“, № 3, 2018.
- ↑ ა.სიჭინავა. ეკონომიკური თეორიის ახალი ფუნდამენტური პარადიგმები. ჟურნ. „ბიზნეს-ინჯინირინგი“, № 1-2, 2009.
- ↑ რ. შენგელია, გ. შუბლაძე. გამოჩენილი მეცნიერი იუბილარი. ჟურნ. „ეკონომიკა“, № 3-4 , 2014
- ↑ სტუ ბიბლიოთეკა
- ↑ Малая экономология
- ↑ დიდი ილია
- ↑ უქმი ეკონომიკა
- ↑ სოციალური ენერგია
- ↑ ზომიერი ადამიანი
- ↑ Meta-theory of profit
- ↑ მოგების მეტათეორია
- ↑ საქართველოს ეკონომიკა. საუკუნოვანი პანორამის შტრიხები[მკვდარი ბმული]
- ↑ მეტაეკონომიკა — ეკონომიკის ფილოსოფია
- ↑ მეტაეკონომიკა — ეკონომიკის ფილოსოფია