გიორგი თუხარელი (ინჟინერი)
გიორგი ივანეს ძე თუხარელი (დ. 25 აგვისტო, 1908 — გ. 10 სექტემბერი, 1942) — ქართველი ემიგრანტი პარიზში, ინჟინერი, პატრიოტული სამხედრო ორგანიზაცია „თამარ I“-ის მებრძოლი.
ბიორგაფია
რედაქტირებაგიორგი თუხარელი დაიბადა თბილისში, რკინიგზის ინჟინრის ივანე თუხარელის ოჯახში. 1928 წელს გაემგზავრა პარიზში სწავლის გასაგრძელებლად. პარიზში ჩასვლისას ის აქტიურად ჩაება ქართული ემიგრაციის კულტურულ, პოლიტიკურ და სპორტულ ცხოვრებაში. შეუერთდა ქართული შევარდენის ემიგრანტულ საფეხბურთო ნაკრებს, გახდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულის, შალვა ნებიერიძის მიერ 1931 წელს დაარსებულ ქართულ ემიგრანტულ დრამატულ დასის წევრი. იყო ემიგრაციის ახალგაზრდული ნაწილის აქტიური წევრი, მონაწილეობდა ემიგრანტთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში.
1930-იან წლებში გიორგი ეუფლება ინჟინრის სპეციალობას და მუშაობას იწყებს ფრანგულ საინჟინრო კომპანიაში.1939 წელს მიხეილ კედიას შუამდგომლობით გიორგი თუხარელი შევიდა შტუტგარტის სამხედრო სკოლაში. 1941 წელს ის უერთდება ახლად ჩამოყალიბებულ სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაცია „თამარ-I“-ს, რომლის მთავარი მიზანი იყო ემიგრანტ ქართველების დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყების მოწყობა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება. „თამარ I“-ის შენაერთი მეორე მსოფლიო ომში ჩაება 1942 წელს. გიორგი თუხარელი გმირულად დაიღუპა 1942 წლის სექტემბერში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველები უცხოეთში, წიგნი I, გვ.102-103, თბ., 2012
- რუსუდან დაუშვილი, 47 ქართული პორტრეტი ემიგრაციაში, გვ. 97-102, თბ.,2012
- გიორგი მამულია, მეორე მსოფლიო ომში ქართული ლეგიონის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის, თბ., 2007'