გიორგი თავაძე (გენერალი)
გიორგი ვახტანგის ძე თავაძე (დ. 1882 ― გ. 1930) — ქართველი გენერალი.
დაამთავრა თბილისის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი (1896). რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. კაპიტანი 1913 წლიდან. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1917-1918 წლებში იყო კავკასიის მე-3 მსროლელთა პოლკის უფროსი. გახდა პოლკოვნიკი. წმ. ანას მე-4 ხარისხის ორდენის კავალერი. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში მონაწილეობდა სომხეთთან ომში. თელავის ქვედანაყოფის მეთაური. 1919 წელს გახდა გენერალი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 175.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 33, ISBN 978-9941-0-7386-1.