გიორგი ზაბახიძე
ბიოგრაფია
რედაქტირება1961 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ტექნიკუმი, 1978 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ „ინჟმშენის“ სისტემაში ოსტატად, ხოლო შემდგომ მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, 1961–1970 წლებში უძღვებოდა თბილისში გაზსადენის გაყვანის სამუშაოებს, მონაწილეობდა „ბაქო–თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობაში, მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა იტავაზის ქვიშის კარიერი საჩხერის რაიონში, თბილისის „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსი, თბილისის ტელევიზორების ქარხანა, ვარკეთილის საფილტრაციო სადგური, საცხოვრებელი კორპუსები და საბაგირო გზა ვაზისუბანში, 10000 კვ.მ ტევადობის რეზერვუარები ვარკეთილსა და ლილოში, ქალაქის საბინაო სამმართველოს ადმინისტრაციულ–სამეურნეო კომპლექსი ლისის ტბაზე, რესტორანი „ბერიკონი“, აქტიურად იყო ჩართული „საგურამო–თბილისი–ავჭალის“ წყალსადენის მაგისტრალის, არაგვის ნაპირსამაგრი ნაგებობების, „თბილისი–აეროპორტის“ ავტომაგისტრალის და მრავალი სამეურნეო–კულტურული დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში, დანერგილი აქვს რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადება.
ჯილდოები
რედაქტირება- მედალი „შრომითი წარჩინებისთვის“
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედიათბ., 2017 გვ.231