გიორგი დოდისი
გიორგი დოდისი — XII საუკუნის ქართველი კალიგრაფი. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ხუცესმონაზონი.
1156 გადაუწერია სვინაქსარი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H–1661). ხელნაწერი შესრულებულია ნუსხურით, ერთ სვეტად, წერილი, ლამაზი, თანაბარი ასოებით. უხვადაა გამოყენებული სინგური (საზედაო ასოები, ცალკეული სტრიქონები), რაც ფურცლებს დეკორატიულ და სადღესას წაულო იერს ანიჭებს. წიგნის დასაწყისში გამოსახულია ქართული ორნამენტებიან თაღოვან ჩარჩოში ჩასმული ჯვარი, ბოლოში მოხსენებულია გადამწერის სახელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.
- ბერიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 27-28.