გიორგი გოგლიჩიძე (დ. 5 სექტემბერი, 1976) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. ზესტაფონის მერი 2019 წლიდან.

გიორგი გოგლიჩიძე
ზესტაფონის მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული5 სექტემბერი, 1976 (1976-09-05) (48 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს ლეიბორისტული პარტია
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებაკავკასიის ბიზნეს აკადემია; გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია
პროფესიაიურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1976 წლის 5 სექტემბერს. 1993-1997 წლებში სწავლობდა კავკასიის ბიზნეს აკადემიაში, ბიზნესის მართვის მიმართულებით. მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2000-2005 წლებში სწავლობდა გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც დაეუფლა სამართალმცოდნეობას. 1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია „ლეიბორისტის“ აპარატის სპეციალისტად. 1999-2006 წლებში იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საორგანიზაციო მდივნის მოადგილე. 2006-2010 წლებში იყო ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი. 2006-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის იმერეთის რეგიონის კოორდინატორად. 2008 წელს იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ზესტაფოინის მაჟორიტარობის კანდიდატი. 2015-2017 წლებში იყო შპს „3გ“-ის დირექტორი. 2017 წელს მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. 2019 წელს გაიმარჯვა ზესტაფონის მერის არჩევნებში. მოიპოვა 12 876 ხმა (50,75%).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება