გიორგი გიგაური (მეტყევე-ინჟინერი)

ქართველი მეტყევე-ინჟინერი (1924—2009)

გიორგი ნიკოლოზის ძე გიგაური (დ. 23 ნოემბერი, 1924, დაბა ყაზბეგი, — გ. თებერვალი 2009, თბილისი) — ქართველი მეტყევე-ინჟინერი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993; წევრ-კორესპონდენტი 1988), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1990). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1973).

1948 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1954 წლიდან იქვე ეწოდეა პედაგოგიურ საქმიანობას (1978 წლიდან — პროფესორი). 1970–1980 წლებში იყო საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, 1980 წლიდან — საქართველოს ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო-მეტყევეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. შეისწავლა საქართველოს ტყეების წარმოშობის, ზრდის, განვითარებისა და ფორმირების კანონზომიერებანი. გამოიკვლია მთის ტყეების ტაქსაციისა და მოწყობის თავისებურებანი. შეიმუშავა საქართველოს ტყეების ეკონომიკური დარაიონების სქემა და სხვ. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა მეტყევეობის, ტყეთმოწყობისა და ტაქსაციის დარგში, აგრეთვე სტუდენტთა დამხმარე სახელმძღვანელოსი ტყეთმოწყობაში. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1985), ღირსების ორდენი (1996).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საქართველოს ტყეების კურორტოლოგიური მნიშვნელობა, თბ., 1960.
  • ტყეთმოწყობის პრაქტიკუმი, თბ., 1963.
  • საქართველოს ტყეებში მეურნეობის გაძღოლის საფუძვლები, თბ., 1980 (თანაავტ.).
  • Горные леса, М., 1979; Сосновые леса Кавказа, Тб., 1987 (თანაავტ.).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგი გიგაური : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2009. - 21 თებერვალი. - №33 (6134).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება