გიორგი გამყრელიძე

ქართველი ეკონომისტი, სტატისტიკოსი და დემოგრაფი.
ტერმინს „გიორგი გამყრელიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი გამყრელიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი გამყრელიძე (დ. 18 აგვისტო, 1902, ქუთაისი — გ. 6 ივლისი, 1953, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, სტატისტიკოსი და დემოგრაფი. საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1920–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ეკონომიკურ განყოფილებაზე. 1926–1938 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 1938–1953 ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამეურნეო აღრიცხვის კათედრას.

გიორგი გამყრელიძე
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1902
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 6 ივლისი, 1953
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სსრკ
საქმიანობა ეკონომისტი, სტატისტიკოსი და დემოგრაფი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა, სტატისტიკა და დემოგრაფია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება