გიორგი ბენიძე

მწერალი, მხატვარი, პუბლიცისტი, ფილოლოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი ბენიძე (დ. 22 დეკემბერი, 1953, წყალტუბო, საქართველო) — ქართველი მწერალი, მხატვარი, პუბლიცისტი, ფილოლოგი.

გიორგი ბენიძე
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1953(1953-12-22)[1] (70 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მწერალი, მხატვარი, პუბლიცისტი და ფილოლოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სოფელ ხომულში. ზედმეტსახელით მოიხსენიებენ როგორც „მარსიანი“. 1980 წელს დაამთავრა ქუთაისის ა.წულიკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მულტიმედია-არტისტი, პროფესიონალი მწერალი, პუბლიცისტი, ესეისტი, პოეტი-პროზაიკოსი, მხატვარი-გრაფიკოსი, მუშაობს სიურეალიზმში. ლიტერატურული კრიტიკოსი, თვითნასწავლი მუსიკოსი. 30 წლის ასაკიდან ზეპირად თხზავს მუსიკალურ კომპოზიციებს ნაირგვარ სტილში: ლირიკული მელოდიები, როკ-მუსიკა, საგალობლები. ამჟამად მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლ"-ში ჟურნალ "ალტერნატივა"-ს რედაქტორის მოადგილედ. მისი გრაფიკული ნამუშევრები იფინებოდა ქუთაისისა და წყალტუბოს სამხატვრო გალერეებში. წყალტუბოში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. იგი ეწევა პოეტთა ნაწარმოებების დეკლამაციას რეჩიტატივისა, თუ მელოდიის თანხლებით. მუშაობს პოეზიის ზაუმურ და "საუნდ" სტილში. მარსიანი მონაწილეობს არაერთ ლიტერატურულ ღონისძიებებში, პოეტურ საღამოებსა და სემინარებში. მარსიანს შეუძლია ნაყოფიერად ითანამშრომლოს რომელიმე როკ-ჯგუფთან, სტუდიასთან ან ალტერნატიული, ახალი ტალღის მუსიკის შემქმნელ კომპოზიტორებთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ბენიძე“-დან