გიორგი ბახტაძე
გიორგი გიორგის ძე ბახტაძე (დ. 7 იანვარი, 1916, ქ. ხონი ― გ. 7 იანვარი, 1957, თბილისი) — საბჭოთა კავშირის გმირი (3 ივნისი, 1944). სკკპ წევრი 1941 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირება1942 წელს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს წითელ არმიაში. მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ყირიმის განთავისუფლებისათვის ბროლებში. 1944 წელს ასეულმა ბახტაძის მეთაურობით დაიკავა პლაცდარმი ქ. ხურსონის მახლობლად მდინარე დნეპრზე და უზრუნველყო ბატალიონის ორგანიზებული გადასვლა მდინარეზე. დნეპრის გადალახვისა და ხერსონის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში მამაცობისათვის ბახტაძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბრამია პ., სისხლიან ნაკვალევზე, «მნათობი», 1945, № 4-5;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 255.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981