გიორგი ბადრიშვილი

ქართველი აგრონომი

გიორგი მიხეილის ძე ბადრიშვილი (დ. 15 აგვისტო [ ძვ. სტ. 2 აგვისტო], 1906, სოფ. ფცა, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი ― გ. 17 აპრილი, 1989, თბილისი ) — ქართველი აგრონომ-მემცენარე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

1930 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1950-1974 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერების, პროპაგანდისა და სასოფლო-სამეურნეო განათლების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1974-იდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის გამგე. 1987-იდან - ამავე კათედრის კონსულტანტი. ბადრიშვილმა შეისწავლა კარტოფილისა და ძირხვენების აგროტექნიკური საკითხები საქართველოს პირობებში. ბადრიშვილი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ორი შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება