გიორგი ახვლედიანის ქუჩა
გიორგი ახვლედიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); ლეო ქიაჩელის ქუჩიდან ნიკო ნიკოლაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ახალი ქუჩა, შემდეგ დაერქვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ასულის ანასტასიას (1901–1918) სახელი. ამ სახელითაა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს — სოფიო პეროვსკაიას, 1990 წელს გიორგი ახვლედიანის სახელი ეწოდა.
გიორგი ახვლედიანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | ვერე |
წინა სახელები | ახალი ქუჩა, ანასტასიას ქუჩა, სოფია პეროვსკაიას ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 25, ISBN 978-99928-20-35-3.