გიორგი ანანიაშვილი

გიორგი დავითის ძე ანანიაშვილი (დ. 24 აპრილი [ ძვ. სტ. 11 აპრილი], 1910, თბილისი ― გ. 4 მარტი, 1978, იქვე) — ქართველი ენერგეტიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1934 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1940–1941 წლებში იყო სოხუმჰესისა და ხრამჰესის დირექტორი, 1945–1947 წლებში საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრი, 1948 წლიდან — სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი, ხოლო 1956 წლიდან — საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიკაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1963 წლიდან თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის პროფესორია. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება