ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი აკობიძე (დ. 22 ივნისი, 1956 — გ. 19 სექტემბერი, 1993) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი აკობიძე დაიბადა სოფელ ახალდაბაში, ოჩამჩირის რაიონში. მუშაობდა წყურგილის არამადნეული მასალების ქარხანაში მთავარ ინჟინრად. აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე დაინიშნა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის II ასეულის I ოცეულის მეთაურად. მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება 1993 წლის თებერვალში. 1993 წლის 16 სექტემბერს, ომის განახლების დროს, ის იცავდა სოფელს დასავლეთის მხრიდან, სოფელ აძიუბჟის საზღვრიდან. 19 სექტემბერს სოფელ ახალდაბიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახდენდა, სწორედ ამ დროს მტერმა მოახერხა მისი ტყვედ აყვანა და დაუმორჩილებლობის გამო სოფელ ახალდაბის ცენტრში, სკოლის გვერდით დახვრიტეს. იყო უფროსი ლეიტენანტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_აკობიძე“-დან