გიორგი აბრამიშვილი
მუშაობდა ფოთის, ბორჯომის, თბილისის თეატრებში
გიორგი აბრამიშვილი (დ. 28 მარტი, 1917, ბორჯომი — გ. 16 მარტი, 1992) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. მუშაობდა ფოთის, ბორჯომისა და თბილისის თეატრებში.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. ბორჯომის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1948 წელს დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული რეჟისორთა დახელოვნების კურსები. 1948–1950 და 1968–1970 წლებში მუშაობდა თელავის თეატრის მთავარ რეჟისორად. 1950–1952 წლებში მესხეთის (ახალციხე) თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1952–1968 წლებში გორის თეატრის რეჟისორი, 1970–1975 წლებში — მთავარი რეჟისორი.
სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ზუგდიდისა და ცხინვალის თეატრებს.