გილი (ყინულისა და ცეცხლის სიმღერა)
გილი (ინგლ. Gilly) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1998 წელს გამოცემულ წიგნში „მეფეთა ჯახი“, მოგვიანებით კი ჩნდება წიგნებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000), „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ჰანა მიურეიმ.
გილი არის კედლის ჩრდილოეთით მცხოვრები თავისუფალი ხალხის შთამომავალი, ის არის კრასტერის ქალიშვილი და ცოლი. მისი შვილი სემი არის მისივე ნახევარძმა, რომელიც ჩაისახა გარდაცვლილ მამასთან იძულებით ურთიერთობის შედეგად.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგილი არის კრასტერის მრავალი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, რომელიც ცხოვრობს კედლის მიღმა. კრასტერთან ერთად იგი ცხოვრობს უკანასკნელის სახლში. გარდა იმისა, რომ კრასტერის ქალიშვილია, ის მისი ერთ-ერთი ცოლია, რადგან კრასტერი მუდმივად ქორწინდება საკუთარ ქალიშვილებზე. როდესაც ღამის აბგურის წევრები მას შეხვდნენ, გილი ფეხმძიმედ იყო საკუთარი მამისგან. კრასტერი ცნობილი იყო იმით, რომ საკუთარ ვაჟებს კლავდა. ამიტომაც, როდესაც ღამის აბგურის აჯანყებულმა წევრებმა კრასტერი მოკლეს, სემუელ ტარლიმ გილი და მისი შვილი კედლის სამხრეთით წაიყვანა, მოგვიანებით კი მასზე დაქორწინდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
- ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
- ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
- ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011