გივი ჯანიკაშვილი (დ. 1926 — გ. 1994) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გივი ჯანიკაშვილი დაიბადა 1926 წელს, თბილისში. გარდაიცვალა 1994 წელს. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1949-1971 წლებში მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ სისტემაში ინჟინერ-მშენებლად, ამავე ტრესტის აპარატში ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1971-1974 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ინჟმშენის“ N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1974 წლიდან საგზაო სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე; წლების განმავლობაში მუშაობდა მინისტრთა საბჭოს აპარატში რეფერენტად, უფროს რეფერენტად, სამეურნეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, კურირებდა მშენებლობის საკითხებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშემდა არაერთი საცხოვრებელი, დასასვენებელი და სასტუმრო სახლი თბილისსა და რესპუბლიკის საკურორტო რეგიონებში. მიღებულიაქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 741

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება