გივი მაჭავარიანი

ქართველი ენათმეცნიერი და პროფესორი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაჭავარიანი.

გივი ირაკლის ძე მაჭავარიანი (დ. 5 დეკემბერი, 1927, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 27 აგვისტო, 1968, სეგედი, უნგრეთი) — ქართველი ენათმეცნიერი და პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, შემდეგ ასპირანტურა. უკანასკნელი 14 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1966 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იგი იყო ფართო დიაპაზონის მეცნიერი. ერკვეოდა მომიჯნავე ჰუმანიტარულ დარგებშიც, მაგრამ ცენტრალური ადგილი მის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაინც ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის შესწავლას ეჭირა. მის მიერ შექმნილმა ფუნდამენტურმა მონოგრაფიებმა: „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (თამაზ გამყრელიძესთან ერთად) და „საერთო-ქართული კონსონანტური სისტემა“, ავტორს საბოლოოდ მოუხვეჭა ქართველური ენების გამოჩენილი მკვლევარის სახელი, იგი აღიარეს ისეთმა საბჭოთა და უცხოელმა ენეთმეცნიერებმა როგორებიც იყვნენ ვიქტორ ჟირმუნსკი, ვლადისლავ ილიჩ-სვიტიჩი, ჰანს ფოგტი, ვიტტორე პიზანი, უინფრედ ლემანი, რომან იაკობსონი და სხვანი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 256, თბ., 1994