გივი ახვლედიანი

ქართველი ფრენბურთელი

გივი ახვლედიანი (დ. 17 ივლისი, 1918, ტფილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 29 აგვისტო, 2003, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი ფრენბურთელი და კალათბურთელი, მწვრთნელი. ფრენბურთს თამაშობდა თბილისის „ნაუკასა“ და „ლოკომოტივში“, მოსკოვის ცსკა-ში (1952–1955) და სსრკ ნაკრებში (1951–1952). 1960–70-იან წლებში იყო სსრკ ვაჟთა და ქალთა ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის „დინამოს“ ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი.

გივი ახვლედიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1918(1918-07-17)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 29 აგვისტო, 2003(2003-08-29) (85 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, მედალი „მამაცობისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და მეგობრობის ორდენი

მსოფლიოსა (1952) და ევროპის (1951) ჩემპიონი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952–1955). მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა XIX და XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი), მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 1971, 1975). სსრკ ვაჟთა ნაკრები მისი თავკაცობით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 1962). მისივე ხელმძღვანელობით ცსკა-მ (1960, 1962) და „დინამომ“ (1968, 1972) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი.

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. შეყვანილია ქალაქ ჰოლიოკში (აშშ) მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1960).

კალათბურთს თამაშობდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდის გუნდში, [წყარო არ არის მითითებული 881 დღე] რომლის შემადგენლობაში 1946 წელს სსრ კავშირის ჩემპიონი გახდა.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1951 ევროპის ჩემპიონატი პარიზი, საფრანგეთი  
1952 მსოფლიო ჩემპიონატი მოსკოვი, სსრკ  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 297.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 327, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება