გიგა...
გიგა... (ინგლ. giga- < ბერძ. γίγας — „გიგანტი“; აღნიშვნა: გ, G) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 109 (1 000 000 000, მილიარდი) ამოსავალ ერთეულს.
წარმოშობილია ბერძნულიდან — γίγας (გიგანტი).
1960 წელს ზომა-წონის მეთერთმეტე გენერალურ კონფერენციაზე ოფიციალურად იქნა მიღებული ჯერადი ერთეულის თავსართად[1].