გიგანტური ირემი

გიგანტური ირემი (Megaloceros giganteus) — ნამარხი ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. გარეგნულად ირემლაღის მსგავსია. ცხოვრობდა პლეისტოცენსა და ადრეულ ჰოლოცენში. ჰქონდა დიდი ტანი, ზემოთ ნიჩბის მსგავსად გაფართოებული რქები. ბინადრობდა ტენიან მდელოებზე. გავრცელებული იყო ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გიგანტური ირმის ჩონჩხები ნაპოვნია ირლანდიის ტორფიანებში. ყოფილ სსრკ-ის შუა და სამხრეთ განედებში, ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით, აღმოჩენილია ჩონჩხის ნარჩენები. რიაზანისა და სვერდლოვსკის ოლქის მიდამოებში კი — მთლიანი ჩონჩხი.

გიგანტური ირემი
Megaloceros.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Megaloceros giganteus

ლიტერატურარედაქტირება