გია ციხისთავი (დ. 1 ივნისი, 1941, სოფ. ქვემო ჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.

გია ციხისთავი
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1941 (1941-06-01) (82 წლის)
დაბადების ადგილი ქვემო ჭალა, კასპის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება