გია გრიგალავა
გია გრიგალავა (დ. 5 აგვისტო, 1989, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გია გრიგალავა | ||
დაბადების თარიღი | 5 აგვისტო, 1989 | ||
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 190 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004–2006 | როსტოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007 | როსტოვი | 1 | (0) |
2008–2010 | სკა დონის როსტოვი | 25 | (2) |
2009 | → მოსკოვი | 14 | (0) |
2010 | → როსტოვი | 9 | (0) |
2011–2013 | ვოლგა | 52 | (1) |
2013 | კრილია სოვეტოვი | 5 | (0) |
2013–2015 | ანჟი მაჰაჩყალა | 22 | (1) |
2015 | პაფოსი | 16 | (1) |
2016 | ეთნიკოსი | 9 | (0) |
2017–2021 | არსენალი ტულა | 81 | (3) |
2022 | ხიმკი | 9 | (0) |
2022–2023 | არსენალი ტულა | 28 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2009 | რუსეთი 21-წლ. | 1 | (0) |
2011–2020 | საქართველო | 34 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაგია გრიგალავა დაიბადა 1989 წლის 5 აგვისტოს ქუთაისში. მისი მამა, ალექსანდრე გრიგალავა იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი რაგბიში. მეოთხე კლასამდე სწავლობდა მარტვილში, ქვემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლაში. 8 წლის ასაკში გია ოჯახთან ერთად გადავიდა დონის როსტოვში. 9 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში როსტოვის „ლოკომოტივში“.
გრიგალავა 2006 წელს გადავიდა საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ დუბლებში. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში შედგა 2007 წელს. 2010 წლის იანვარში სკა-დან იჯარით გადავიდა „როსტოვში“. 2009 წლის აპრილიდან 2009 წლის დეკემბრამდე იჯარით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „მოსკოვში“. 2011 წელს გადავიდა ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, 2013 წლის აგვისტოდან იცავდა მაჰაჩყალის „ანჟის“ ღირსებას. 2015 წლის თებერვალში გრიგალავამ კლუბი აკრძალული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაგრიგალავას ერთი მატჩი აქვს ჩატარებული რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2011 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.[1]
2011 წლის 3 ივნისს მისი დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხორვატიასთან ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში.[2][3]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2011 | 4 | 0 |
2012 | 6 | 0 | |
2013 | 4 | 0 | |
2014 | 6 | 0 | |
2015 | 3 | 0 | |
2017 | 1 | 0 | |
2019 | 7 | 0 | |
2020 | 3 | 0 | |
ჯამში | 34 | 0 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- პროფილი რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე
თემატური საიტები |
---|
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA.com |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Фарерские острова 1–0 Россия / Отборочный матч молодежного ЧЕ-2011 и Олимпиады-2012
- ↑ Croatia 2–1 Georgia / UEFA European Championship Qualifiers
- ↑ Croatia 2–1 Georgia / Venue Stadion Poljud (Split)