გვაწა-ზანდური
გვაწა-ზანდური — ხორბლის ქართული ხალხური ჯიში-პოპულაცია. განეკუთვნება კულტურული ცალმარცვალას სახეობას (Triticum monococcum), რომელიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული ნეოლითის ეპოქაში.
საქართველოში ამ კულტურის მრავალი ფორმაა. აქვს წვრილი მტვრევადი მცირეპროდუქტიული თავთავი. მოჰყავდათ რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, ქართლსა და ცხინვალის რეგიონში. ამჟამად აღარ თესავენ. დაცულია კოლექციებში, იყენებენ სასელექციოდ.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 138.