გერცელ ბააზოვის ქუჩა

გერცელ ბააზოვის ქუჩა — ქუჩა კრწანისის რაიონში (ხარფუხი). იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილიაა როგორც შუშის (შუშა, შუშის ან ყარაბაღის სახანო) ქუჩა, ასევეა დატანილი თბილისის 1922 და 1934 წლების გეგმაზე. თბილისის ქუჩების 1960 წლის ცნობარში შეტანილია როგორც შუშინის ქუჩა. 1995 წელს გერცელ ბააზოვის სახელი დაერქვა.

გერცელ ბააზოვის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები შუშის ქუჩა, შუშინის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება