გერმანული ღვინო
გერმანული ღვინო — დასავლეთ გერმანიაში წარმოებული ღვინო, მდინარე რაინის და მისი შენაკადების პირას, სადაც გაშენდა უძველესი პლანტაციები ძველი რომის ეპოქაში. გერმანიის ღვინის წარმოების დაახლოებით 60 % მოდის რაინლანდ – პფალცის ფედერალურ მხარეზე, სადაც განლაგებულია ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი 13 რეგიონიდან 6 . გერმანიას აქვს გაშენებული დაახლოებით 103,000 ჰექტარი ვენახი, რაც ვენახის ზედაპირის დაახლოებით მეათედია ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. [1] ღვინის მთლიანი წარმოება, როგორც წესი, ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ჰექტოლიტრია, რაც შეესაბამება 1.3 მილიარდ ბოთლს. ამ მონაცემებით გერმანია ღვინის მერვე მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში. თეთრი ღვინო მთლიანი წარმოების თითქმის ორი მესამედია.
როგორც ღვინის ქვეყანას, გერმანიას არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს საერთაშორისო მასშტაბით: საექსპორტო ბაზრებზე მყოფი მომხმარებლები გერმანიას მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ და არომატულად სუფთა თეთრ ღვინოებს უკავშირებენ, სხვა ქვეყანის წარმომადგენლები კი ძირითადად იაფ, მასობრივი ბაზრის ნახევრადტკბილი ღვინოების მწარმოებელ წყაროდ მიიჩნევენ. [2] ენთუზიასტებს შორის, გერმანიის რეპუტაცია ძირითადად ემყარება რისლინგის ყურძნის ჯიშებს, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში გამოიყენება არომატული, ხილისა და ელეგანტური თეთრი ღვინოებისათვის, რომლებიც ძალიან მკაცრი და სიმშრალით დაბალანსებული, ტკბილი და მკვეთრად არომატული კონცენტრაციით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თეთრი ღვინის ქვეყანაა, წითელი ღვინის წარმოება გაიზარდა 1990–იან წლებში და 2000–იანი წლების დასაწყისში, რაც პირველ რიგში, შიდა მოთხოვნილებამ განაპირობა. წითელ ღვინოებში შპატბურგუნდერი ლიდერობს, რომლის ადგილობრივი დასახელებაა პინო ნუარი.
ღვინის სახეობები
რედაქტირებაგერმანია აწარმოებს ღვინოს მრავალ სახეობას: [3] მშრალი, ნახევრადტკბილი და ტკბილი თეთრი ღვინოები, ვარდისფერი, წითელი და ცქრიალა ღვინოები, სახელწოდებით სეკტი (ერთადერთი ღვინის სახეობა, რომელიც ჩვეულებრივ არ იწარმოება და სპირტიანი ღვინოა). გერმანიის ვენახების ჩრდილოეთით მდებარეობის გამო, ქვეყანამ ევროპაში წარმოებული ღვინოებისგან საკმაოდ განსხვავებული ღვინო აწარმოა, რომელთაგან ბევრი გამოჩენილი ხარისხისაა. 1950-იან და 1980-იან წლებში გერმანული ღვინო საზღვარგარეთ იყო ცნობილი იაფი, ტკბილი ან ნახევრადტკბილი, დაბალი ხარისხის მასობრივი წარმოების ღვინოებით, როგორიცაა ლიბფრაუმილხი.
ისტორიულად ღვინოები ძირითადად თეთრია და საუკეთესო მათგანი მზადდება რისლინგის ჯიშისგან. ღვინოების დიიდ ნაწილი არის ტკბილი და დაბალი ალკოჰოლით, მსუბუქი, რომელსაც არ ათავსებდნენ მუხის კასრში. ისტორიულად ბევრი ღვინო (გარდა გვიანი მოსავლის ღვინოებისა) გამოირჩეოდა სიმშრალით (ტროქენი), რადგან დუღილის შეჩერების ტექნიკა არ არსებობდა. ბოლო პერიოდში გერმანული თეთრი ღვინო კვლავ მშრალი სტილით მზადდება. გერმანიაში გაყიდული ღვინის დიდი ნაწილი მშრალია, განსაკუთრებით რესტორნებში. ამასთან, ექსპორტის უმეტესობა მაინც ტკბილი ღვინოებია, განსაკუთრებით ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე, აშშ-ში, ნიდერლანდებსა და დიდი ბრიტანეთში, რომლებიც ლიდერობენ საექსპორტო ბაზრებზე როგორც მოცულობით, ასევე ღირებულებით. [1]
წითელი ღვინო ყოველთვის რთული საწარმოებელია გერმანიის კლიმატის გათვალისწინებით და წარსულში, როგორც წესი, ღია ფერის იყო, როზესთან ახლოს ან ელზასური წითელი ღვინის მსგავსი. თუმცა ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა და მუქი, მდიდარი წითელი ღვინო მზადდება დორნფელდერისა და შპატბურგუნდერისგან ყურძნის ჯიშებსგან, რომელსაც პინო ნუარი ეწოდება. [4]
გერმანული ღვინოების გამორჩეული მახასიათებელია მჟავიანობის მაღალი დონე, რაც გამოწვეულია როგორც ჩრდილოეთის კლიმატით, რის შედეგედაც ყურძენი ნაკლებად მწიფეა, ასევე ისეთი ყურძნის შერჩევით, როგორიცაა რისლინგი, რომელიც ინარჩუნებს მჟავიანობას სიმწიფის მაღალ დონეზეც კი.
ყურძნის ჯიშები
რედაქტირებასაერთო ჯამში, გერმანიაში შეიძლება გაშენდეს ყურძნის თითქმის 135 ჯიში - 100 გამოიყოფა თეთრი ღვინის წარმოებისთვის, 35 კი წითელი ღვინის წარმოებისთვის. საერთაშორისო იმიჯის თანახმად, გერმანია კვლავ ითვლება თეთრი ღვინის წარმოების რეგიონად. 1980-იანი წლებიდან გერმანულ წითელ ღვინოზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რამაც გამოიწვია წითელი ღვინისთვის გამოყენებული ვენახების გაორმაგება. დღეს ვენახების 35% -ზე მეტი გაშენებულია წითელი ყურძნით. ზოგიერთი წითელი ყურძენი ასევე გამოიყენება როზეს წარმოებისთვის.
გერმანიაში არსებული ყურძნის ჯიშებიდან მხოლოდ 20-ს აქვს მნიშვნელოვანი წილი ბაზარზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Barr, Andrew (1988). Wine Snobbery: An Insiders Guide to the Booze Business. ISBN 0-571-15060-8. Chapter 8 on history of sweetness in German wines.
- Brook, Stephen (2006). The Wines of Germany. ISBN 978-1840007916.
- Hallgarten, S.F. (1981). German Wines. ISBN 0-9507410-0-0.
- Langenbach, Alfred (1962). German Wines and Vines. Vista Books. OCLC 5530662.
- Reinhardt, Stephan (2012). The Finest Wines of Germany: A Regional Guide to the Best Producers and Their Wines. ISBN 978-0520273221.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 German Wine Institute, German Wine Statistics 2019–2020 დაარქივებული 2019-10-21 საიტზე Wayback Machine. (PDF-file; 700 kB)
- ↑ Andrew Ellson, Roll out the riesling, German wines are making a comeback, in: The Times dated 9 December 2019
- ↑ Jason Wilson, How German Wine Found Its Sweet Spot, in: The Washington Post dated 5 September 2019
- ↑ The wine regions of Germany