გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები (1925)
1925 წლის გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები იყო რაიხსპრეზიდენტის პირველი პირდაპირი არჩევნები. პირველი პრეზიდენტი ფრიდრიხ ებერტი 1925 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა. ებერტი არაპირდაპირი გზით იყო არჩეული ნაციონალური ასამბლეის მიერ, მაგრამ ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით შემდეგი პრეზიდენტი მოსახლეობას უნდა აერჩია. ორი ტურის შემდეგ პაულ ფონ ჰინდენბურგი გერმანიის მეორე პრეზიდენტი გახდა.
‹ 1919 1932 › | ||||
გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები | ||||
29 მარტი და 26 აპრილი, 1925 | ||||
კანდიდატი | პაულ ფონ ჰინდენბურგი | ვილჰელმ მარქსი | ერნსტ ტელმანი | |
პარტია | უპარტიო | ცენტრისტი | კომუნისტი | |
მოსახლეობა | 14,655,641 | 13,751,605 | 1,931,151 | |
პროცენტი | 48.3% | 45.3% | 6.4% | |
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების რუკა. | ||||
წინა პრეზიდენტი |
არჩეული პრეზიდენტი | |||
ებერტი | ჰინდენბურგი |
საარჩევნო სისტემა
რედაქტირებავაიმარის რესპუბლიკის დროინდელი კანონმდებლობის მიხედვით თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებდა ხმების აბსულუტურ უმრავლესობას (ე. ი. ნახევარზე მეტს), ინიშნებოდა მეორე ტური, სადაც კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებდა პრეზიდენტი ხდებოდა. მეორე ტურში დაშვებული იყო ალტერნატიული კანდიდატის ნომინირება.
შედეგები
რედაქტირებაკანდიდატი | პარტია | I ტური | II ტური | ||
---|---|---|---|---|---|
ხმების რაოდენობა | % | ხმების რაოდენობა | % | ||
კარლ იარესი | სახალხო პარტია | 10.416.658 | 38,8 | - | - |
ოტო ბრაუნი | სოციალ-დემოკრატიული პარტია | 7.802.497 | 29 | - | - |
ვილჰელმ მარქსი | ცენტრისტული პარტია | 3.887.734 | 14,5 | 13.751.605 | 45,3 |
ერნსტ ტელმანი | კომუნისტური პარტია | 1.871.815 | 7 | 1.931.151 | 6,4 |
ვილი ჰემპახი | დემოკრატიული პარტია | 1.568.398 | 5,8 | - | - |
ჰაინრიხ ჰელდი | ბავარიის სახალხო პარტია | 1.007.450 | 3,7 | - | - |
ერიხ ლუდენდორფი | ნაცისტური პარტია | 285.793 | 1,1 | - | - |
პაულ ფონ ჰინდენბურგი | უპარტია | - | - | 14.655.641 | 48,3 |