გაერთიანება 90/მწვანეები

(გადამისამართდა გვერდიდან გერმანიის მწვანეთა პარტია)

გაერთიანება 90/მწვანეები (გერმ. Bündnis 90/Die Grünen) — მწვანე პოლიტიკური პარტია გერმანიაში. ჩამოყალიბდა 1993 წელს „მწვანეებისა“ (შეიქმნა დასავლეთ გერმანიაში 1980 წელს) და გაერთიანება 90-ის (შეიქმნა აღმოსავლეთ გერმანიაში 1990 წელს) შერწყმით. „მწვანეები“ პირველად ხელისუფლების სათავეში XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე მოვიდნენ იოშკა ფიშერის მეთაურობით, სოციალ-დემოკრატებთან ერთად. ამჟამად, პარტიას სათავეში უდგას ცნობილი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის მრავალგზის წევრი კლაუდია როტი. პარტიას ბუნდესტაგში 118 წარმომადგენელი ჰყავს.

Bündnis 90/Die Grünen
გაერთიანება 90/მწვანეები
Bündnis 90/Die Grünen გაერთიანება 90/მწვანეები
ხელმძღვანელობა
ლიდერი კლაუდია როტი,
ჯემ ოზდემირი
ისტორია
დაფუძნდა 14 მაისი, 1993
წინამორბედი მწვანეები
გაერთიანება 90
პოზიციები
იდეოლოგია მწვანე პოლიტიკა
სოციალური ლიბერალიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის მწვანეთა პარტია
საერთაშორისო აკრედიტაცია გლობალური მწვანეები
წარმომადგენლობითობა
ბუნდესტაგი
118 / 736
რეგიონული პარლამენტები
315 / 1 894
ევროპარლამენტი
21 / 96
ფერები     
შტაბ-ბინა Platz vor dem Neuen Tor 1
10115 ბერლინი
www.gruene.de

მწვანეები წარმოდგენილნი არიან გერმანიის ყველაზე მდიდარი და შეძლებული მხარეების მთავრობებში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია, რაინლანდ-პფალცი და ა.შ). 2011 წელს პარტიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რეგიონულ არჩევნებში. ბადენ-ვიურტემბერგში ისტორიაში პირველად გერმანიის ფედერალური მხარის მინისტრ-პრეზიდენტად აირჩიეს, არა სოციალ-დემოკრატიული ან ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, არამედ მწვანეთა პარტიის წევრი ვინფრიდ კრეჩმანი. მწვანეთა პარტიას 60000-მდე წევრი ჰჰყავს. მასთან დაახლოვებულ ორგანიზაციად ჰაინრიხ ბიოლის ფონდს მიიჩნევენ.

პოლიტიკური პლატფორმა

რედაქტირება

პარტიის ძირითადი იდეოლოგიური მიმართულებებია მწვანე პოლიტიკა[1] და სოციალური ლიბერალიზმი.[2][3] მის პოლიტიკურ პოზიციას ზოგადად მემარცხენე-ცენტრისტულად აღწერენ,[4][5] მაგრამ ზოგი წყარო მას ცენტრისტულად აღწერს.[6][7][8][9] დასავლეთ გერმანიის „მწვანეებმა“ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ევროპაში მწვანე პოლიტიკის განვითარებაში.[10]

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება

ფედერალური პარლამენტი (ბუნდესტაგი)

რედაქტირება
არჩევნები მაჟორიტარული პროპორციული მანდატები +/– სტატუსი
ხმები % ხმები %
1980 732 619 1,0 (#5) 569 589 1,5 (#5)
0 / 497
ახალი გარესაპარლამენტო
1983 1 609 855 4,1 (#5) 2 167 431 5,6 (#5)
27 / 498
  27 ოპოზიცია
1987 2 649 459 7,0 (#4) 3 126 256 8,3 (#5)
42 / 497
  15 ოპოზიცია
1990 2 589 912 5,6 (#5) 2 347 407 5,0 (#4)
8 / 662
  36 ოპოზიცია
1994 3 037 902 6,5 (#4) 3 424 315 7,3 (#4)
49 / 672
  41 ოპოზიცია
1998 2 448 162 5,0 (#4) 3 301 624 6,7 (#4)
47 / 669
  2 მთავრობა (სდპ–მწვანეები)
2002 2 693 794 5,6 (#5) 4 108 314 8,6 (#4)
55 / 603
  8 მთავრობა (სდპ–მწვანეები)
2005 2 538 913 5,4 (#5) 3 838 326 8,1 (#5)
51 / 614
  4 ოპოზიცია
2009 3 974 803 9,2 (#5) 4 641 197 10,7 (#5)
68 / 622
  17 ოპოზიცია
2013 3 177 269 7,3 (#5) 3 690 314 8,4 (#4)
63 / 631
  5 ოპოზიცია
2017 3 717 436 8,0 (#6) 4 157 564 8,9 (#6)
67 / 709
  4 ოპოზიცია
2021 6 465 502 14,0 (#3) 6 848 215 14,8 (#3)
118 / 735
  51 მთავრობა (სდპ–მწვანეები–თდპ)

ევროპის პარლამენტი

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
1979 893 683 3,2 (#5)
0 / 81
ახალი
1984 2 025 972 8,2 (#4)
7 / 81
  7
1989 2 382 102 8,4 (#3)
8 / 81
  1
1994 3 563 268 10,1 (#3)
12 / 99
  4
1999 1 741 494 6,4 (#4)
7 / 99
  5
2004 3 078 276 11,9 (#3)
13 / 99
  6
2009 3 193 821 12,1 (#3)
14 / 99
  1
2014 3 138 201 10,7 (#3)
11 / 96
  3
2019 7 675 584 20,5 (#2)
21 / 96
  10

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nordsieck, Wolfram. (2017) Germany.
  2. Thomas Bräuninger and Marc Debus (10 February 2021). BÜNDNIS 90/DIE GRÜNEN. "In der Wirtschaftspolitik vertritt die Partei eher linke Positionen, bei gesellschaftspolitischen Themen wie gleichgeschlechtlicher Ehe oder Einwanderung nimmt die Partei linksliberale Positionen ein."
  3. Filip, Alexandru (6 March 2018). "On New and Radical Centrism დაარქივებული 2023-03-26 საიტზე Wayback Machine. ". Dahrendorf Forum website. Retrieved 15 January 2018.
  4. Sloat, Amanda. (October 2020) Germany's New Centrists? The evolution, political prospects, and foreign policy of Germany's Green Party. Brookings Institution.
  5. Senem Aydin-Düzgit (2012). Constructions of European Identity: Debates and Discourses on Turkey and the EU. Palgrave Macmillan, გვ. 18. ISBN 978-0-230-34838-7. [მკვდარი ბმული]
  6. „German CDU on verge of electing divisive figure to replace Angela Merkel“. The Guardian. 13 January 2021. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2023. ციტატა: „Merz's backers concede that their candidate's divisive views could drive liberal CDU voters into the arms of a buoyant and centrist German Green party.“
  7. „Italy's Surprisingly Long and Tortured History with Electoral Reform“. The McGill International Review. 11 July 2017. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2023. ციტატა: „The numerous European elections held this year show just how crucial it is to find a proper electoral system. The Dutch's extreme form of PR has created a fractured parliament and seemingly relentless negotiation, to no avail. Conversely, with Germany's MMP system establishing a 5% threshold for parliamentary representation, their September elections are expected to yield a stable coalition of the conservative right, the free-market right, and centrist Greens.“
  8. „Greens name 40-year old Annalena Baerbock as candidate for German chancellor“. Clean Energy Wire. 19 April 2021. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2023. ციტატა: „The German Greens have shed past radicalism to become a centrist party.“
  9. „Forecasting the world in 2021“. Financial Times. 30 December 2020. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2023. ციტატა: „A tie-up with the left might be more comfortable, but they will fall short of a majority. So the now centrist Greens, with charismatic co-leader Robert Habeck, will team up with the Christian Democrats.“
  10. Müller-Rommel, Ferdinand (October 1985). „The Greens in Western Europe: Similar but Different“. International Political Science Review. 6 (4): 483–499. doi:10.1177/019251218500600407. JSTOR 1601056. S2CID 154729510.