გერმანიის მარშალის ფონდი

გერმანიის მარშალის ფონდი (ინგლ. German Marshall Fund) (სრული სახელი - ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდი (ინგლ. German Marshall Fund of the United States), შემოკლებით - GMF) — დამოუკიდებელი არაპარტიული საჯარო ანალიტიკური და გრანტის გამცემი ინსტიტუტიცია, რომლის მიზანი არის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობაა.

გერმანიის მარშალის ფონდი
ინგლ. German Marshall Fund
დევიზი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად
ინგლ. Strengthening Transatlantic Cooperation
აბრევიატურა GMF, ასევე GMFUS
შეიქმნა 1972[1]
ტიპი ანალიტიკური ინსტიტუტი, 501(c)(3) organization და არაკომერციული ორგანიზაცია[1]
ატარებს სახელს მარშალის გეგმა
დამფუძნებელი (-ები) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
http://www.gmfus.org/ და http://www.gmfus.org[1]

ფონდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მარშალის გეგმის 25-ე წლისთავზე, 1972 წელს, დაფუძნდა. ფონდის დაარსებისას ჰარვარდში წარმოთქმულ სიტყვაში გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა აღნიშნა, რომ „ჩემს მთავრობას სურდა მარშალის გეგმის დაწყების 25-ე წლისთავის აღნივნა უფრო მეტით, ვიდრე სიტყვებით. გერმანიის მთავრობამ, პარლამენტის ნებართვით, გამოყო გარკვეული თანხები მარშალის მემორიალური ფონდის შესაქმნელად. ეს თანხა გამოყოფილია ამერიკა-ევროპის კვლევებისა და კვლევითი პროექტებისთვის.[2]

GMF-ის საქმიანობის სფერო მოიცავს ტრანსატლანტიკური და გლობალური საკითხების კვლევასა და ანალიზს; საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებასა და ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროს ლიდერების შეხვედრების მოწყობას; გაცვლითი პროგრამები ევროპელი და ამერიკელი ლიდერებისთვის; დემოკრატიის გაძლიერების ინიციატივების მხარდაჭერა.[3] ფონდის ძირითადი საქმიანობა არის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ლიდერებოა და სამოქალაქო საზოგადოება.[4]

გერმანიის მარშალის ფონდის შტაბ-ბინა ქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს, ხოლო მისი რეგიონული ოფისები რამდენიმე ევროპულ დედაქალაქში. [3]

  1. 1.0 1.1 1.2 GRID Release 2019-02-17 — 2019-02-17 — 2019. — doi:10.6084/M9.FIGSHARE.7738979
  2. ბრანდტი, ვილი (1976), People and Politics. The Years 1960-1975. ("Begegnungen und Einsichten. Die Jahre 1960-1975."), p. 308
  3. 3.0 3.1 About Us. German Marshall Fund. ციტირების თარიღი: 18 July 2013.
  4. About Us.