გეოსტროფული ქარიჰაერის თანაბარი და წრფივი ჰორიზონტალური მოძრაობა, როდესაც არ არსებობს ხახუნის ძალა, წნევის გრადიენტის წონასწორობა და დედამიწის ბრუნვის გადამხრელი ძალა. ჰაერის მოძრაობის უმარტივესი თეორიული სქემა მბრუნავ დედამიწაზე. დედამიწის ზედაპირიდან 1 კილომეტრზე მაღლა ატმოსფერულ ფენებში მქროლავი ქარი ახლოს არის გეოსტროფულ ქართან. იგი ისე მიემართება იზობარის გასწვრივ, რომ დაბალი წნევის არე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ნაკადის მარცხნივ რჩება, სამხრეთში კი მარჯვნივ. ქარის სიჩქარე წნევის ჰორიზონტალური გრადიენტის პროპორციულია. თანაბარი გრადიენტების პირობებში იგი ჰაერის სიმკვრივისა და გეოგრაფიული განედის სინუსის უკუპროპორციულია, ე. ი. იზრდება სიმაღლის შესაბამისად და ეკვატორის მიმართულებით.

გეოსტროფული ბალანსი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. წრეები გვიჩვენებს იზობარებს. H — დაბალი წნევის ტერიტორია; ხოლო B — მაღალი წნევის ტერიტორიას

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება