გეოსმინი
გეოსმინი — ორგანული ნივთიერება, ასევე ცნობილი, როგორც წვიმის არომატი. წარმოქმნიან გარკვეული ბაქტერიები. მისი სუნი მკაფიოდ იგრძნობა, მაშინ, როდესაც გამომშრალ ნიადაგზე წვიმის წყალი მოხვდება.[2] ადამიანის ცხვირი ძალიან მგრძნობიარეა გეოსმინის მიმართ, ცხვირის რეცეპტორებს შეუძლიათ მისი ისეთ კონცენტრაციაში აღმოჩენა, როგორიცაა ტრილიონში მინიმუმ ხუთი.[3]
გეოსმინი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | (4S,4aS,8aR)-4,8a-დიმეთილოქტაჰიდრონაფტალინი-4a(2H)-ოლი |
შემოკლება | C12H22O |
ტრადიციული სახელწოდება | (4S,4aS,8aR)-4,8a-დიმეთილ-1,2,3,4,5,6,7,8-ოქტაჰიდრონაფტალინი-4a-ოლი 4,8a-დიმეთილ-დეკაჰიდრონაფტალინი-4a-ოლი ოქტაჰიდრო-4,8a-დიმეთილ-4a(2H)-ნაფტალინოლი |
მოლური მასა | 182,307 გ/მოლი |
თერმული თვისებები | |
დუღილის ტემპერატურა | 270 - 271[1] °C |
არის დეკალინისგან წარმოებული ბიციკლური სპირტი, მისი ქიმიური ფორმულაა C12H22O. ტერმინი გეოსმინი მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან „γεω“- [geō] ნიშნავს „დედამიწას“, ხოლო „ὀσμή“- [osmḗ] „სუნს“.
ბიოსინთეზი
რედაქტირებაბიოსინთეზის 1-ლ ეტაპზე გვხვდება ფარნეზილის პიროფოსფატის მოლეკულა, რომელიც შემდეგ გადადის ციკლურ მდგომარეობაში, მე-2 ეტაპზე მიღებული ნივთიერება დროებით წარმოიქმნება. მე-3 ეტაპზე მიღებულ ნივთიერებას სცილდება აცეტონის მოლეკულა და მიიღება ბიციკლური ნაერთი რომელიც მე-4 ეტაპს წარმოადგენს, მე-5 ეტაპზე კი ნუკლეოფილური რეაციითა და ორმაგი ბმის პროტონაციით მიიღება გეოსმინი.
გეოსმინისა და დეჰიდროგეოსმინისგან წარმოებული ნივთიერებები გადიან ერთმანეთის მსგავს ბიოსინთეზურ გზას. ეს შეიძლება იყოს მიზეზი, იმისა, რომ ორივე ნივთიერებას შეიცავენ კაკტუსები.[4][5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Eintrag zu Geosmin. In: Römpp Online. Georg Thieme Verlag, abgerufen am 29. Mai 2014.
- ↑ The earth's perfume, Protein Spotlight, Issue 35, June 2003.
- ↑ Polak, E.H.; Provasi, J. (1992). „Odor sensitivity to geosmin enantiomers“. Chemical Senses. 17: 23–26. doi:10.1093/chemse/17.1.23.
- ↑ Dieter Spiteller: Charakterisierung von N-Acyl-glutamin-konjugaten aus dem Regurgitat von Lepidoptera Larven, Dissertation, Friedrich-Schiller-Universität Jena, Jena 2002, S. 98–116.
- ↑ D. E. Cane, X. He, S. Kobayashi, S. Ömura, H. Ikeda: Geosmin Biosynthesis in Streptomyces avermitilis. Molecular Cloning, Expression and Mechanistic Study of the Germacradienol/Geosmin Synthese, in: Nature Journal, 2006, 59 (8), S. 471–479; doi:10.1038/ja.2006.66.