გეორგიოს ბერძენი
გეორგიოს ბერძენი (ბერძ. Γεώργιος της Ελλάδας; დ. 24 ივნისი, 1869, კორფუ, საბერძნეთი — გ. 25 ნოემბერი, 1957, სენ-კლოდი, საფრანგეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთისა და დანიის პრინცი. საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინეს ასულის ვაჟი. საბერძნეთის მეფე კონსტანტინოს I-ის ძმა.
გეორგიოს ბერძენი | |
---|---|
წოდებები
საბერძნეთისა და დანიის პრინცი | |
დაიბადა |
24 ივნისი, 1869 კორფუ, საბერძნეთი |
გარდაიცვალა |
25 ნოემბერი, 1957, (88 წლის) სენ-კლოდი, საფრანგეთი |
საგვარეულო | გლუქსბურგები |
მეუღლე(ები) | მარი ბონაპარტი |
შვილ(ებ)ი |
პეტროსი ევგენია |
მამა | გეორგიოს I, საბერძნეთის მეფე |
დედა | ოლღა კონსტანტინეს ასული |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგეორგიოსი დაიბადა 1869 წლის 24 ივნისს კორფუში, საბერძნეთში. იგი იყო საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ოლღა კონსტანტინეს ასულის მეორე ვაჟი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია დანიის მეფე კრისტიან IX და დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი იყვნენ, რის გამოც მას საბერძნეთთან ერთად დანიის პრინცის წოდებაც ჰქონდა. იგი ინტერნაციონალურ ოჯახში იზრდებოდა, სადაც ხალხი რამდენიმე ენაზე საუბრობდა, რის გამოც თავად გეორგიოსმა იცოდა ინგლისური, დანიური, რუსული, ფრანგული, იტალიური და ბერძნული ენები. იგი და-ძმებს ინგლისურად ეკონტაქტებოდა, მშობლებს ბერძნულად, თუმცა თავად მშობლები ერთმანეთში გერმანულად საუბრობდნენ ხოლმე.
1883 წლიდან გეორგიოსი დანიაში გადასახლდა, სადაც თავისი ბიძის, პრინცი ვალდემარის მფარველობით იღებდა კარგ განათლებას. იგი მალევე გაწევრიანდა დანიის საზღვაო ძალებში, სადაც ვალდემარი ადმირალი იყო. 1891 წელს მან თავის ბიძაშვილთან, რუსეთის ცარევიჩ ნიკოლოზთან ერთად იმოგზაურა აზიაში. აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობისას უცხოელმა ჯაშუშებმა უშედეგოდ სცადეს ცარევიჩის მოკვლა.
საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ იგი კრეტაზე დასახლდა, სადაც ცდილობდა ოსმალების საბოლოოდ გაძევებასა და ბერძნების დამკვიდრებას.
1906 წელს მამასთან ერთად გაემგზავრა პარიზში, სადაც გაიცნო ადგილობრივი დიდგვაროვანი რონალდ ბონაპარტი, ნაპოლეონის ძმის, ლუსიენ ბონაპარტის შთამომავალი. 1907 წლის 21 ნოემბერს მამების გავლენით გეორგიოსმა და რონალდის ასულმა, მარი ბონაპარტმა იქორწინეს. 1913 წელს მამამისი, მეფე გეორგიოს I მოკლეს, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ, კონსტანტინოს I-მა დაიკავა, რომელმაც გეორგიოსს მალევე უბოძა კრეტის მმართველობა.
დანიაში ვიზიტისას გეორგიოსის ცხოვრებაში ერთადერთი სკანდალი დაფიქსირდა. აქ ბიძამისის, პრინცი ვალდემარის მეუღლემ, პრინცესა მარი ორლეანელმა გეორგიოსის ცოლს აცნობა, რომ მის ქმარსა და ვალდემარს ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. მართალია ფაქტი დადასტურდა, მაგრამ მარის რეაქცია არ ჰქონია, ვინაიდან თავადაც ჰქონდა რომანი საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ არისტიდ ბრიანთან.
1922 წელს გეორგიოსის ძმა რიგით მეორედ დაამხეს საბერძნეთში, რის გამოც სამეფო ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. გეორგიოსი თავის ცოლთან ერთად დასახლდა საფრანგეთში, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1957 წლის 25 ნოემბერს სენ-კლოდის სასახლეში, 88 წლის ასაკში.
შვილები
რედაქტირებაგეორგიოსს თავის ცოლთან ორი შვილი ჰყავდა:
- პეტროსი (1908-1980), ცოლად შეირთო ირინა ალექსანდროვნა ოვჩინიკოვა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ევგენია (1910-1989), პირველად იქორწინა პოლონელ დიდგვაროვან დომინიკ რაძივილზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი, მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა იტალიელ არისტოკრატ რაიმონდო ალესანდროს, კასტელ-დუინოს ჰერცოგს, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა, თუმცა საბოლოოდ მასაც გაეყარა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bertin, Celia (1982). "A False Happiness". Marie Bonaparte: A Life. New York: Harcourt Brace Jovanovich. pp. 109–112. ISBN 0-15-157252-6.
- Kongelig Dansk Hof-og Statskalendar (1953) (in Danish), "De Kongelig Danske Ridderordener", pp. 81, 88-89
- Justus Perthes, Almanach de Gotha (1913) p. 41
- Sveriges statskalender (in Swedish), 1921, p. 784, retrieved 20 February 2019 – via runeberg.org