გეორგიევსკი
გეორგიევსკი (რუს. Гео́ргиевск) — ქალაქი რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, მდ. პოდკუმოკის (კუმის შენაკადი) ნაპირზე. გეორგიევსკის რაიონის ცენტრი. მოსახლეობა — 63 221 (2020). ქალაქში არის არმატურის, ავტოსარემონტო, აგურის, კვების მრეწველობის ქარხნები.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
გეორგიევსკი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 44°09′00″ ჩ. გ. 43°28′00″ ა. გ. / 44.15000° ჩ. გ. 43.46667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1777 | ||||
ფართობი | 25 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 300 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 62 036 (2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 87951 | ||||
საფოსტო ინდექსი | 357820 | ||||
საავტომობილო კოდი | 26[2] და 126[2] | ||||
ოფიციალური საიტი | http://georgievsk.ru/ | ||||
დაარსდა 1777 წელს როგორც „კავკასიის ხაზის“ ერთ-ერთი ციხესიმაგრე. 1783 წლის 24 ივლისს აქ რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ამ ორი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შესახებ. 1786 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. 1802-1822 წლებში იყო კავკასიის გუბერნიის ცენტრი. 1824 წელს რეგიონული ადმინისტრაციის სტავროპოლში გადატანის შემდეგ ქალაქმა დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 86.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გეორგიევსკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)