გეოგრაფიული კოორდინატები

(გადამისამართდა გვერდიდან გეოგრაფიული კოორდინატთა სისტემა)

გეოგრაფიული კოორდინატებიგრძედი და განედი, განსაზღვრავს წერტილის (პუნქტის) მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე.

  • განედი — კუთხე, პლანეტის ცენტრიდან მოცემულ წერტილამდე გავლებულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის, რომელიც ითვლება 0-დან 90°-მდე ეკვატორის ორივე მხარეს. გეოგრაფიული განედი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს (ჩრდილოეთის განედი) დადებითად ითვლება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი — უარყოფითად.
კოორდინატთა სფერო
  • გრძედი — კუთხე, მოცემულ წერტილში გამავალი მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი ნულოვანი მერიდიანის სიბრტყეს შორის, საიდანაც იწყება გრძედის ათვლა. 1884 წლიდან ნულოვან მერიდიანად ითვლება ის, რომელიც გადის ქალაქ გრინვიჩში მდებარე ძველ ობსერვატორიაზე, და ამიტომ მას გრინვიჩის მერიდიანს უწოდებენ. გრძედი 0-დან 180°-მდე ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით უწოდებენ აღმოსავლეთისას, ხოლო დასავლეთით — დასავლეთისას. აღმოსავლეთის გრძედს დადებითს უწოდებენ, დასავლეთისას კი — უარყოფითს.

ლიტერატურა

რედაქტირება