გენადი მიხასევიჩი

გენადი მიხასევიჩი (ბელარ. Генадзь Мадэставіч Міхасевіч) — საბჭოთა სერიული მკვლელი. 1971-1985 წლებში ე.ი. 14 წლის განმავლობაში მოკლა დაახლოებით 36 ადამიანი. კლავდა ქალებს, მოქმედების მოტივი სექსუალური. დანაშაულის ადგილი მოიცავდა ვიტებსკს, პოლოცკის და ბელორუსიის რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ადგილს.

გენადი მიხასევიჩი
ნამდვილი სახელი გენადი მიხასევიჩი
დაბ. თარიღი 1947
დაბ. ადგილი ვიტებსკი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1988
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირი
განაჩენი დახვრეტა
მოტივი სექსუალური

გენადი მიხასევიჩი დაიბადა 1947 წელს, ვიტებსკის ოლქში.[1] ჯარში ჰეპატიტის გამო არ წაუყვანიათ. ბელორუსიაში ქარხანაში მუშაობდა. ცხოვრობდა უბრალოდ, ჰყავდა ოჯახი. პირველი მკვლელობა ჩაიდინა 1971 წლის 14 მაისს.[1] მკვლელობას ხშირად თან სდევდა გაუპატიურება. მკვლელობის საკუთარი მეთოდით მოქმედებდა; მოძრაობდა წითელი ფერის ზაზ-968-ით, გზაზე ეძებდა ქალებს, მიჰყავდა ადამიანებით დაუსახლებელ ადგილებში და ახრჩობდა მათ. მსხვერპლს ძარცვავდა, თან მიჰქონდა ძვირფასეულობა, ფული და აგრეთვე სხვადასხვა წვრილმანები. მიხასევიჩის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის შეცდომით გაასამართლეს 14 ადამიანი. მიხასევიჩის დაჭერა მხოლოდ 1985 წლის 9 დეკემბერს მოხერხდა.[1] სასამართლომ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება