გენადი ბალანჩივაძე
გენადი ბალანჩივაძე (დ. 26 ივლისი, 1966, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი. ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლიდან.
გენადი ბალანჩივაძე | |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2021 |
დაბადებული | 26 ივლისი, 1966 [1] ქუთაისი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება |
განათლება | პავლოდარის ინდუსტრიული უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1966 წლის 26 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქ. ქუთაისის N29-ე საჯარო სკოლა. 1984-1991 წლებში დაამთავრა პავლოდარის ინდუსტრიული უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1991-1997 წლებში მუშაობდა გუმბრის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2002-2007 წლებში მუშაობდა გუმბრის თემის საკრებულოს მდივნად. 2007-2008 წლებში იყო წყალტუბოს გამგებლის რწმუნებული გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვის სატყეო დეპარტამენტის, იმერეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მონიტორინგის უფროსად. 2013-2014 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. 2014-2017 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ.
ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
თვითმმართველობის არჩევნები 2021
რედაქტირება2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაზა მეტრეველი. ბალანჩივაძემ პირველ ტურში ხმათა 48,52% (11 938 ხმა) მიიღო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც 57,13% (13 341 ხმა) მიიღო და გამარჯვება მოახერხა. [2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საიტზე დაარქივებული 2022-12-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.12.2022. ციტირების თარიღი: 25.12.2022.
- ↑ მეორე ტურის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-10-18.