გელა ჭედია
გელა ჭედია (დ. 14 აგვისტო, 1978, სოფ. ლეციცხვაიე, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 9 აგვისტო, 2008, სოფ. ფრისი, ერედვის მუნიციპალიტეტი; დაკრძალულია ლეციცხვაიეში, გიორგი ჭყონდიდელის ეკლესიაში) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, მაიორი (2006). დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში (2008).
1999 წელს დაამთავრა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და ჩაირიცხა კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონში. 2005–2007 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადაში ბატალიონის მეთაურად. 2003 წელს კაპიტანი ჭედია მეთაურობდა პირველ ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში, შემდეგ მსახურობდა ცხინვალის რეგიონში (2006–07) და ზემო აფხაზეთში (2007–08). 2008 წელს დაინიშნა V ქვეითი ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაურად. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა საბრძოლო ოპერაციას სოფელ ფრისის ტერიტორიაზე, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან წვერიახოს მთასთან, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (2008).[1][2] მის სახელს ატარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გელა ჭედია, პროექტი „გმირი“. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
- ↑ გარდაცვლილი მაიორის ცოლი. „რადიო თავისუფლება“, RFE/RL. აგვისტო 11, 2021.