მეოთხე მექანიზირებული ბრიგადა (საქართველო)

(გადამისამართდა გვერდიდან მეოთხე ქვეითი ბრიგადა (საქართველო))

მეოთხე ქვეითი ბრიგადა — ქვეითი ბრიგადა საქართველოს სახმელეთო ძალების შემადგენლობაში. შეიქმნა 2004 წ.[1]

დანაყოფი 1991 წელს შინაგანი ჯარების ბაზაზე ჩამოყალიბდა და მას პირველი ოპერატიული პოლკი ეწოდებოდა. 1992-1993 წლებში პირველი ოპერატიული პოლკი პირველ ოპერატიულ ბრიგადად გარდაიქმნა, 2004 წელს ეწოდა IV ქვეითი ბრიგადა. 2013 წელს გადაკეთდა IV მექანიზირებულ ბრიგადად.

2007 წელს ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ერაყში გადასროლის წინა მომზადების პროგრამა გაიარა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ვეღარ გაემგზავრა ერაყში. ბრიგადამ აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით „პირადმა შემადგენლობამ თავი გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმითა და საბრძოლო მომზადებით“.[2] ამ ომში ბრიგადამ დაკარგა 41 სამხედრო მოსამსახურე მოკლულისა და 16 უგზო-უკვლოდ დაკარგულის სახით.[1] ექვემდებარება სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობას.[3]

  1. 1.0 1.1 მე-4 ქვეითმა ბრიგადამ იუბილე აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 28.12.2008
  2. 2011 წ. 26 მაისის აღლუმის პროგრამა[მკვდარი ბმული]. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 25.05.2011
  3. სახმელეთო ჯარები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო