გელა ყიფიანი

ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გელა ყიფიანი (დ. 16 იანვარი, 1956, ჭრებალო) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

გელა ყიფიანი
დაბ. თარიღი 16 იანვარი, 1956(1956-01-16) (68 წლის)
დაბ. ადგილი ჭრებალო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მექანიკის სპეციალობით.

1982-1986 წლებში მუშაობდა ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტად. 1986-1989 წლებში იყო ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის ასპირანტი. 1987-1988 წლებში ამავე ინსტიტუტის ლითონის კონსტრუქციების კათედრის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1989-1992 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის ასპირანტი და დოცენტი. 1992-1995 წლებში იყო ლენინგრადის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო უნივერსიტეტის ხისა და პლასტმასის კონსტრუქციების კათედრის დოცენტი. 1996-1997 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს სწავლული მდივანია. 1997-2005 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამმართველოს უფროსი. 1998-2006 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის პროფესორია. 2005-2006 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სექტორისუფროსი. 2006-2013 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2013 წლიდან ააიპ „განათლებისა და მეცნიერების პროგრესის“ პრეზიდენტი. 2014 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. არის დოქტორანტურისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მიმართულებაა თხელკედლიანი სივრცითი სისტემების მდგრადობის საკითხების გამოკვლევა. დამუშვებული აქვს ტეხვებისა და წიბოების მქონე გარსების გაანგარიშების ახალი მეთოდი არაწრფივი დეფორმაციის პირობებში. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძველზე გამოკვლეული იქნას დისკრეტული და კონტინუალური სისტემები. ამასთან გათვალისწინებულია არარეგულარობის სხვადასხვა სახეები, გამჭოლი ჭრილით, მართკუთხა ამონაჭრით ან ხვრეტით შესუსტებული სამფენოვანი მართკუთხა ფირფიტისათვის პირველად იქნა ამოხსნილი კრიტიკული მკუმშავი დატვირთვის განსაზღვრის ამოცანა თხელი ფირფიტების თეორიისა და განზოგადებულ ფუნქციათა თეორიის გამოყენებით. შემოთავაზებული მეთოდიკის საფუძველზე შემუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები ფართოდ იქნა გამოყენებული მშენებლობაში. არის 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 პატენტის, 18 მონოგრაფიისა და 24 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს და მეთოდური მითითებების ავტორი და თანაავტორი. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების 40-მდე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრია. მისი ხელმძღვანელობით და კონსულტანტობით დაცულია 24 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. საუკეთესო სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემისთვის მიღებული აქვს 2001 — გამომცემლობა „მესხეთის“ პრემია (2001).

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2004 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
  • 2003 — ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტი, თბ., უნივერსალი, 2018, გვ. 90 ISBN 9789941263538
  • კონსტრუქციების დაღლილობაზე ანალიზი კომპლექსური პროგრამა ANSYS-ის მეშვეობით: სახელმძღვანელო, თბ., საქ. საავიაციო უნ-ტი, 2017, გვ. 232 ISBN 9789941081040
  • დრეკადობის თეორიის მეთოდების გამოყენება სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობათა ფუძეების გაანგარიშებაში: სახელმძღვ. სამშენებლო სპეც. სტუდ., თბ., ტექნ. უნ-ტი, 2009, გვ. 131 ISBN 9789941144165
  • თეორიული მექანიკის კურსი: (დინამიკა) სახელმძღვ. სტუ-ს სტუდ., თბ., ტექნ. უნ-ტი, 2008, გვ. 543 ISBN 9789941142086
  • გარსული საძირკვლები მშენებლობაში და მათი გაანგარიშების ზოგიერთი საკითხი, თბ., ტექნ. უნ-ტი, 2006, გვ. 167 ISBN 9994057057
  • ლექციების კურსი მათემატიკაში: ელემენტარული მათემატიკა. წრფივი ალგებრისა და ანალიზური გეომეტრიის ელემენტები, თბ., 1991, გვ. 220

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ., თბ., 2012, გვ.202
  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი, ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016, გვ. 288-289
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 262-263

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გელა_ყიფიანი“-დან