გელა გამყრელიძე

1951 Archaeologist, Historian.; born 7 January, 1951

გელა გამყრელიძე (დ. 7 იანვარი, 1951, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი.

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგია-ისტორიის მიმართულების სამეცნიერო ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ამავე მუზეუმის არქეოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე. ჟურნალ „იბერია-კოლხეთის“ მთავარი რედაქტორი, პროფესორი. 1997-2006 წლებში მუშაობდა ანტიკური პერიოდის არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1969 წლიდან მონაწილეობდა ვანის ნაქალაქარის, სოფ. მთისძირის, ფოთის, ბიჭვინთის ნაქალაქარის, ქუთაისის, ვალეს, თეთრიწყაროს და სხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1997-2001 წლებში იყო აშშ-ს ტექსასის შტატის უნივერსიტეტთან ერთობრივი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი საქართველოს ზღვისპირეთში. იკვლევს ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია-არქეოლოგიას. კერძოდ, არქეოლოგიური ძეგლების სტატისტიკურ-ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას. ურთიერთობებს ანტიკურ და ირანულ სამყაროსთან. გამოქვეყნებული აქვს 102 ნაშრომი, მათ შორის 16 წიგნი. მისი სამეცნიერო ნაშრომები დაბეჭდილია უცხოეთშიც.

1979 წელს საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა. თემა – „კოლხეთის ისტორია–ტოპოარქეოლოგიის საკითხები (ძვ. წ. V— ახ. წ. V სს.)“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება