გელათის ღვთისმშობლის წყაროცხოვრების ეკლესია
გელათის ღვთისმშობლის წყაროცხოვრების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში.
აღწერა
რედაქტირებაღვთისმშობლის წყაროცხოვრების (სოფელში მას წმინდა მარინესაც უწოდებენ) ეკლესია მდებარეობს სოხასტერის კომპლექსის სამხრეთით 30 მეტრში, სამანქანე გზის პირას. ეკლესია აგებულია XVII საუკუნეში, ხოლო განახლებულია 1903 წელს, ამის მაუწყებელი მხედრული ასოებით შესრულებული წარწერა დასავლეთ ფასადზე კარის გვერდითაა კედელში ჩასმული. ნაგებობა მცირე ზომის დარბაზული ტიპისაა. ნაგებია კარგად ნათალი კვადრებით. ფასადები შეუმკობელია. კარი დასავლეთ ფასადშია გაჭრილი. შიდა სივრცე სამი მცირე ზომის სარკმლით ნათდება, რომლებიც დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადზეა გაჭრილი. ეკლესია დაბალ ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ოთხივე მხრიდან ეკლარის ქვით გამოყვანილი კარნიზი შემოუყვება. გადახურვა ორქანობაა, გადახურულია თუნუქის ფილებით. ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში წყალსადენის სათავე ნაგებობაა მიწაში ამოშენებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42661