ეკლარის ქვა
ეკლარის ქვა — ქუთაისის მიდამოებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოგნართან არსებული გვიანდელი ცარცული ასაკის სქელშრეებრივი კირქვების სახელწოდება.
არსებობს ეკლარის ქვის მოთეთრო-მონაცრისფრო და მოვარდისფრო-აგურისფერი სახეობები. იგი ლამაზი შეფერილობის ადვილად დასამუშავებელი ქვაა, რის გამოც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. ეკლარის ქვით არის მოპირკეთებული თბილისის სპორტის სასახლე, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის ყოფილი შენობა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, მრავალი შენობა ქუთაისში და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქოიავა ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.