გელათის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ავლაბრის ქუჩიდან ალაზნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა სურბ-მინასის შესახვევი. სახელწოდება უკავშირდებოდა მახლობლად მდებარე სურბ-მინასის ეკლესიას. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს გესია გელფმანის ქუჩა დაერქვა, 1938 წელს — გელათის ქუჩა (აგრეთვე არსებობს სოფლები ტყიბულსა და ლაგოდეხში). შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი.

გელათის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები სურბ-მინასის შესახვევი, გესია გელფმანის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება