გევჰერი ქადინ ეფენდი
გევჰერი ქადინ ეფენდი (თურქ. Gevheri Kadınefendi; დ. 8 ივლისი, 1856 — გ. 6 სექტემბერი ,1884[1]) — ოსმალეთის სულთნის, აბდულაზიზის მეხუთე ცოლი[2]. შეჰზადე მეჰმედ სეიფედინ ეფენდის და ესმა სულთნის დედა.
გევჰერი ქადინ ეფენდი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Gevheri Kadınefendi |
დაბადების სახელი | ემინე სვათნბა |
დაბადების თარიღი |
8 ივლისი, 1856 ხოფა, კავკასია |
გარდაცვალების თარიღი |
6 სექტემბერი, 1884 (28 წლის) სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) | აბდულაზიზი |
შვილ(ებ)ი |
შეჰზადე მეჰმედ სეიფედინ ეფენდი ესმა სულთანი |
მშობლები |
მამა: სალიჰ ბეი სვათნბა დედა: შაზიე ცამბა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგევჰერი ქადინ ეფენდი დაიბადა 1856 წელს აბხაზი ბეის, სალიჰ ბეი სვათნბა და მისი ცოლის, პრინცესა შაზიე ცამბას ოჯახში. გევჰერის ნამდვილი სახელი ემინე სვათნბა იყო. ადრეულ ასაკში მიიყვანეს სასახლეში, სადაც ფერთევნიალ ვალიდე სულთნის ხელშეწყობით მიიყო განათლება. ემინეს ასევე ჰყავდა და სახელად ფატმა ჰანიმი.
სასახლეში მსახურობისას ემინე აბუდულაზიზმა გაიცნო და 1872 წელს დოლმაბაჰჩეს სასახლეში მასზე იქორწინა[3]. აბდულაზიზმა მეუღლეს საქორწინო საჩუქრად ბეჭედი აჩუქა. გევჰერი სამკაულებს არ იკეთებდა, რადგან ის ამის გარეშე იყო მშვენიერი და ელეგანტური. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, 1873 წელს მას შეეძინა შეჰზადე მეჰმედ სეიფედინ ეფენდი, ხოლო 1874 წელს ესმა სულთანი[4]. გევჰერი ძალიან ერთგული და ქველმოწმედი ქალი იყო: ეხმარებოდა ობლებს და ღარიბებს, აშენებდა მეჩეთებს და სკოლებს.
გევჰერი ქადინ ეფენდი გარდაიცვალა 1884 წლის 6 სექტემბერს ორთაქოის სასახლეში და დაკრძალულია იენის მეჩეთში, სტამბოლში[5].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Turkey: The Imperial House of Osman. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 18 February 2014.
- ↑ Consorts Of Ottoman Sultans (in Turkish). Ottoman Web Page. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
- ↑ (2004) Bir Çerkes prensesinin harem hatıraları. L & M. ISBN 978-9-756-49131-7.
- ↑ Genealogy of the Ottoman Royal Family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-02. ციტირების თარიღი: 2014-09-02.
- ↑ Christopher Buyers. The Royal Ark – Royal and Ruling Houses of Africa, Asia, Oceania and the Americas. 4dw.net.