გევორქ პეტროსიანი

გევორქ ოვსეფის ძე პეტროსიანი, ნამდვილი გვარი ტერ-პეტროსიანი (დ. 23 ნოემბერი [ძვ. სტ. 11 ნოემბერი], 1859 — გ. 10 ნოემბერი [ძვ. სტ. 28 ოქტომბერი], 1906) — სომეხი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1878 წლიდან მონაწილეობდა თბილისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, ხოლო 1881 წლიდან — პროფესიულ თეატრებში (ორდუბატიანის ფსევდონიმით). 1890 წლამდე მოღვაწეობდა პეტერბურგისა და მოსკოვის თეატრებში. 1890-იანი წლების დასაწყისში გადმოვიდა ამიერკავკასიაში და მუშაობა დაიწყო თბილისის სომხური დრამატული თეატრის დასში. აღზარდა მრავალი მსახიობი. დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული კულტურის განვითარებაში. ასრულებდა სხვადასხვა ამპლუის როლებს. მათგან მნიშვნელოვანია გოროდნიჩი (გოგოლის „რევიზორი“), ვანიუშინი (ნაიდიონოვის „ვანიუშინის შვილები“), დემურინი (ნემიროვიჩ-დანჩენკოს „სიცოცხლის ფასი“), ანანია გლახა (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), მილერი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), დონ კარლოსი (ჰიუგოს „ერმანი“), პეტრუჩიო (შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“) და სხვა როლები.

ლიტერატურა

რედაქტირება