გივი გეგეჭკორი
ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან გეგეჭკორი, გივი)
გივი ილიას ძე გეგეჭკორი (დ. 24 იანვარი, 1933, თბილისი — გ. 2000[1]) — ქართველი პოეტი.
გივი გეგეჭკორი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 იანვარი, 1933 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2000 |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | რუსთაველის პრემია და აკაკი წერეთლის სახელობის პრემია |
პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1952 წელს ალმანახ „პირველ სხივში“, ლექსთა პირველი წიგნი „მზიანი დღე“ — 1963 წელს. გეგეჭკორს ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ახალი აბზაცი“ (1968), „ჩემი დღესასწაულები“ (1971), „ჩიტების გამოღვიძება“ (1973), „მეორე მდინარე“ (1974) და სხვა. ფრანგი პოეტების თხზულებათა თარგმანები (კრებული „ფრანგული პოეზია“, 1968; გ. აპოლინერის „ლექსები“, 1972), წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე.
გეგეჭკორის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ, პოლონურ, ჩეხურ, სერბულ ენებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 30.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გამოსათხოვარი : გივი გეგეჭკორი // ლიტერატურული საქართველო. - 2000, N 18 (28.04.-4.05). -გვ. 12-13.