ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გაუზავებლად:მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე — ქართველი კრიტიკოსის, მთარგმნელის, მუსიკოსისა და ჟურნალისტის, კახა თოლორდავას 2019 წლის დოკუმენტური სახის პროზაული ნაწარმოები.

„გაუზავებლად“

ავტორი კახა თოლორდავა
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი დოკუმენტური პროზა
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2019
მედია ბეჭდური
გვერდი 308
ISBN 9789941304804

როგორც თავად ავტორი წინასიტყვაობაში იუწყება, ეს წიგნი „მასტერკლასების“ ერთგვარი კრებულია, ხოლო ნაწარმოების ფორმირებაში წვლილი 31 პიროვნებას მიუძღვის - იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი განსაკუთრებული ხედვა და დამოკიდებულება არა მხოლოდ მუსიკისადმი, არამედ ზოგადად ხელოვნების, შემოქმედებისა და ცხოვრებისადმი გააჩნდათ. ნაწარმოების იდეა 2003 წლის აპრილში, "მეტეხი პალასში", ტრილოკ გურტუსთან წამოწყებული საუბრით იყო შთაგონებული, თავად ნაწარმოები კი ნიკა რურუას ეძღვნება.

ნაწარმოები შეიცავს ავტორის ცხოვრებაში არსებულ იმ პასაჟების ერთობლიობას, როცა ის სხვადასხვა ცნობილ ჯაზ მუსიკოსს ეცნობოდა, თავად ნაწარმოების სათაური კი შთაგონებულია ცნობილი ამერიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის - თელონიუს მონკის - კომპოზიციის -„Straights, No Chaser“ - სახელით, რომლითაც ბარში ალკოჰოლური სასმელის დასალევად შესული ადამიანები მიმართავენ ბარმენს და რაც ნიშნავს სპირტიან სასმელს.[1]

ნაწარმოები 2020 წელს ლიტერატურული პრემია "საბაზეც" იყო ნომინირებული.[1]

  1. 1.0 1.1 https://saba.com.ge/books/details/15574
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაუზავებლად“-დან