სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოლი.

გას ჰოლი (ინგლ. Gus Hall; ნამდვილი სახელი ფინ. Arvo Kustaa (Gustav) Halberg, არვო გუსტავ ჰალბერგი; დ. 8 ოქტომბერი, 1910, აირონი, მინესოტის შტატი — გ. 13 ოქტომბერი, 2000, მანხეტენი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ს კომუნისტური პატიის ხელმძღვანელი.

გას ჰოლი

დაიბადა მეშახტის ოჯახში. მუშაობა 14 წლისამ დაიწო. 1926 წელს შევიდა მუშათა ახალგაზრდობის ლიგაში, ხოლო 1927 წელს — აშშ-ის კომპარტიაში. არაერთხელ დააპატიმრეს. აქტიურად მონაწილეობდა საწარმოო პროფკავშირების კონგრესის შექმნაში. 1942-1946 წლებში მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1947 წლიდან აშშ-ის კომპარტიის ეროვნული კომიტეტის ეროვნული აღმასრულებელი ბიუროს წევრია. 1947-1949 წლებში ოჰაიოს შტატის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1959 წლის დეკემბრიდან ჰოლი აშშ-ს კომპარტიის გენერალური მდივანია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1977) და ხალხთა მეგობრობის ორდენით (1975).

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება