გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი

გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერიიოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფის ლუკიანეს მიერ:[1][2]

ნათლისმცემლის მონასტერი
გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი — საქართველო
გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°17′55″ ჩ. გ. 45°42′17″ ა. გ. / 41.29861° ჩ. გ. 45.70472° ა. გ. / 41.29861; 45.70472
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VI-VII საუკუნეები
ვიკიციტატა
„ბრძანებითავე მამისა დავითისითა აღეშენა უდაბნოჲ მრავალმთისაჲ სახელსა ზედა წმიდისა იოანე ნათლის-მცემლისასა[3]

მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. თვალჭრელიძე, გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტერი, ძეგლის მეგობარი, 80, თბ., 1988

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ზ. თვალჭრელიძე, გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტერი, ძეგლის მეგობარი, 80, თბ., 1988 წ. გვ., 12
  2. Чубинашвили Г. Н., Пещерные монастыри Давид-Гареджи, Тб., 1948. ст. 31-32
  3. ილ. აბულაძე, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I, თბ., 1963 წ. გვ., 239