გარდაბნის თბოელექტროსადგური 2

გარდაბნის თბოელექტროსადგური 2 — კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბანთან. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 230 მეგვტ. წელიწადში გამოიმუშავებს 1,3 მილიარდ კვტ·სთ-მდე ელექტროენერგიას. გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით; თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.[1] აღჭურვილია თანამედროვე ტიპის „General Electric“-ის გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით.[2]

თბოელექტროსადგური პირველია საქართველოში, რომელიც ინოვაციური, ე.წ. „ნულიდან გაშვების“ ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.[1]

თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა.[3] გაიხსნა 2020 წლის 17 იანვარს.[4] ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც სემეკ-მა გასცა წარმოების ლიცენზია.[5] აშენდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით.

შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“

რედაქტირება

გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის მფლობელია შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანიაა.[2][5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 „გიორგი გახარიამ და ნათია თურნავამ „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“- ოფიციალურად გახსნეს“. www.economy.ge. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 17 იანვარი, 2020. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის მშენებლობისთვის აირტურბინული აგრეგატების იმპორტი განხორციელდა“. gogc.ge. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „გარდაბანში თბოსადგურ 2-ის მშენებლობა დასრულდა“. imedinews.ge. 24 დეკემბერი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2 გაიხსნა“. imedinews.ge. 17 იანვარი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 გარდაბნის თბოსადგური 2. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021